ირანის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ 8 იანვარს ჩამოვარდნილი FlyUIA-ს კუთვნილი Boeing 737-800 NG-ის შავი ყუთები ნაპოვნია, თუმცა ისინი დაზიანებულია.
”არსებობს ორივე შავი ყუთის მეხსიერება, მაგრამ მათზე ფიზიკური დაზიანების კვალი აღინიშნება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ თვითმფრინავი მიწაზე დანარცხებამდე აალდა. მათვე განმარტებით, ლაინერის ფრენის ტრაექტორია აჩვენებს იმას, რომ პრობლემის წარმოქმნისთანავე ეკიპაჟმა თვითმფრინავი აეროპორტის მიმართულებით მოაბრუნა. ამავე დროს, მფრინავებმა ბორტზე საგანგებო მდგომარეობის შესახებ არ გამოაცხადეს.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს FlyUIA-ს კუთვნილმა Boeing 737-800-მა ავიაკატასტროფა განიცადა, რომლის მიზეზადაც მალევე ძრავის აალება დასახელდა, რასაც უკრაინული მხარე არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ მათი დროშის ქვეშ მფრინავი საჰაერო ხომალდი ტექნიკურად გამართული იყო. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Boeing 737-800 NG-ი სარეგისტრაციო ნომრით UR-PSR ავიაგადამზიდავმა პირდაპირ მწარმოებლისგან მიიღო. ბორტს ბოლო სავალდებულო ტექნიკური მომსახურეობა, ავიაკატასტროფამდე 2 დღით ადრე, 2020 წლის 6 იანვარს ჩაუტარდა.
ავიაკატასტროფის შემდეგ, უკრაინის სახელმწიფო საავიაციო ადმინისტრაციამ უკრაინულ ავიაკომპანიებს ირანის საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა, რომელიც ძალაში 9 იანვრის 00:00 საათიდან შევიდა.
ირანში ჩავიდა ასევე უკრაინული დელეგაციაც, რომლიც ადგილზე შეისწავლის და გამოიძიებს კატასტროფის მიზეზებს.