ირანული ავიაკომპანია Caspian Airlines-ის თვითმფრინავი, ქალაქ მახშახრში, ასაფრენ/დასაფრენი ბილიკიდან გადავიდა. ინციდენტის შედეგად არავინ არ დაშავებულა. თვითმფრინავის ბორტზე სულ 135 მგზავრი იმყოფებოდა. მგზავრებმა თვითმფრინავი სწრაფად დატოვეს. როგორც უცხოური მედია წერს, ინციდენტის მიზეზი თვითმფრინავის დაგვიანებული დაშვება გახდა. შედეგად კი თვითმფრინავი აეროპორტის გარეთ, ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოჩნდა.