ირანში თვითმფრინავის ბორტზე ნებისმიერი ელექტრონული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ატანა იკრძალება.
ერთადერთი გამონაკლისი მობილური ტელეფონებია. ამის შესახებ სააგენტო ISNA ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელ ჯაფარ იაზერლუზე დაყრდნობით იტყობინება.
„თვითმფრინავის ბორტზე კომუნიკაციის ნებისმიერი ელექტრონული საშუალების ატანა, გარდა მობილური ტელეფონებისა, ხელბარგში ან ჩასაბარებელ ბარგში აკრძალულია“, – განაცხადა მან. იაზერლუს თქმით, ფრენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მგზავრებმა თავი უნდა შეიკავონ პეიჯერებისა და მსგავსი მოწყობილობების ბორტზე შეტანისგან.
მანამდე, სექტემბერში, ლიბანში პეიჯერების მასიური აფეთქება მოხდა. აფეთქებების შედეგად სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი ბავშვი. დაშავდა 4 ათასზე მეტი ადამიანი.