ირანმა საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით უკრაინას გადაუსწრო. როგორც საქართველოს ტურიზმის სტატისტიკური მიმოხილვაშია აღნიშნული, გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და პირდაპირი ფრენების დანიშვნის შედეგად ირანიდან ვიზიტების რაოდენობის ზრდა გრძელდება. 2017 წელს ირანმა რაოდენობით უკრაინას გადაუსწრო. აღნიშნულ პერიოდში ირანელი ვიზიტორების მიერ განხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 282,549 შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით +117.5%-ით მეტია (+152,616).