მიმდინარე წელს, ირანიდან საქართველოს მიმართულებით, ნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში ჩარტერული ავიარეისების რაოდენობა 63%-ით შემცირდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში (მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი), ირანიდან საქართველოს მიმართულებით, დამატებით 80 ჩარტერული რეისი დაინიშნა.  ეს იმ ფონზე, როდესაც 2018 წელს  ნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში ირან-საქართველოს შორის 218 დამატებით რეისი, ხოლო 2017 წელს 129 რეისი დაინიშნა. შესაბამისად 2019 წლის ნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  ჩარტერული ავიარეისების რაოდენობა 63%-ით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 38%-ითაა შემცირებული.

მიმდინარე წელს ნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაიცა შემდეგი ნებართვები:

ავიაკომპანია „Taban Airlines“ – 34 ჩარტერული რეისი;

ავიაკომპანია „Qeshm Airlines“ – 21 ჩარტერული რეისი;

ავიაკომპანია „Zagros Airlines“ – 21 ჩარტერული რეისი;

ავიაკომპანია „Iran Aseman Airlines“ – 4 ჩარტერული რეისი.

სააგენტოს ინფორმაციითვე, რეისების უმეტესობა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ხორციელდება. სხვა დანიშნულების პუნქტებია: შირაზი და ისპაჰანი.