ირანულმა ავიაკომპანია Iran Air-მა ისპაჰანი-თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება დაიწყო. ფრენები ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს, Airbus A321-ით განხორციელდება. ფრენის ხანგრძლივობა კი 2.20 საათს შეადგენს.
რეისები ისპაჰანიდან თბილისის მიმართულებით 18:10 საათზე (ადგილობრივი დროით) განხორციელდება, ხოლო თბილისიდან ისპაჰანის მიმართულებით კი 09:00 საათზე (ადგილობრივი დროით).
ამ დროისათვის Iran Air-ი ირანსა და საქართველოს შორის თეირანი-თბილისის მარშრუტზე უკვე ოპერირებს.