ავიაკომპანია Air Moldova-ს საპრივატიზაციო ხელშეკრულება შესაძლოა შეწყდეს, რადგანაც ინვესტორი მასზედ დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება მოლდოვას პრეზიდენტმა იგორ დოდონმა გააკეთა.

“კომპანია Air Moldova 2018 წლის ოქტომბერში გასხვისდა. ინვესტორის ვალდებულება იყოს გადაეხადა 1.2 მლრდ დოლარიანი ვალი და ასევე დაებანდებინა ფული კომპანიის განვითარებაში. დღეისათვის კი კომპანიის დავალიანება 1,1 მლრდ  დოლარს შეადგენს. თუ კი უახლოეს დროში ინვესტორი ვალდებულებას არ შეასრულებს, მაშინ ჩვენ ხელშეკრულების შეწყვეტას განვიხილავთ”, განაცხადა დოდონმა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ავიაკომპანია Air Moldova-ს გასხვისების შემდეგ მისი მფლობელი გახდა  Civil Aviation Group-ი, რომლის 49%-ს რუმინული “ლოუკოსტერი” Blue Air-ი ფლობს , ხოლო 25,5-25,5%-ს კი მოლდოვას ორი მოქალაქე. ერთ-ერთ მათგანს აქვს ოც წლიანი გამოცდილება ავიაციაში, ხოლო მეორე არის ფინანსური ექსპერტი და საკონსულტაციო კომპანიის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში.

თავის დროზე, რუმინულმა კომპანია Civil Aviation Group-მა დავალიანებების მქონე Air Moldova -ი 1.2 მილიარდი მოლდოვურ ლიდ (67.8 მილიონი აშშ დოლარი / 61 მილიონი ევრო) იყიდა.