ინციდენტი All Nippon Airways-ის ბორტზე. ჩხუბი და აყალმაყალი თვითმფრინავში, რაც ბორტიდან მამაკაცის გაძევების მიზეზი გახდა. განრისხებული მამაკაცი თვითმფრინავიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მან მის გვერდით მჯდომს სახეში მუშტი გაარტყა. ინციდენტი აეროპორტში, თვითმფრინავის აფრენამდე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, All Nippon Airways-ს კუთვნილი თვითმფრინავი იაპონიიდან აშშ-ში კერძოდ კი ლოს ანჟელესის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო. 44 წლის მამაკაცი აეროპორტში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.