კომპანია Intrepid Travel-მა ყოველწლიური „Not Hot List“ გამოაქვეყნა, რომელიც ნაკლებად ცნობილ, მაგრამ საინტერესო სამოგზაურო მიმართულებებს აერთიანებს.
Intrepid-ის ექსპერტებმა, Globetrender-თან ერთად, გააანალიზეს მოგზაურობის სტატისტიკა, ტენდენციები და ტურისტების გამოცდილება. მიმართულებები სამი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: დაბალი პოპულარობა, ტურისტებისთვის მზაობა და აქტუალობა 2026 წელს.
Intrepid Travel-ის 2026 წლის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
- ტივაის კუნძული, სიერა-ლეონე
- ტიან-შანის ქედი, ყირგიზეთი
- სიერა-ნორტე, მექსიკა
- ვისის კუნძული, ხორვატია
- სამხრეთ-აღმოსავლეთი ანატოლია, თურქეთი
- არუნაჩალ-პრადეში, ინდოეთი
- ვია ტრანსილვანიკა, რუმინეთი
- რუტა-დე-ლას-ფლორესი, სალვადორი
- ოულუ, ფინეთი
- გრეიტ-ბეისინის ეროვნული პარკი, ნევადა, აშშ
„Not Hot List“ არის Intrepid-ის ყოველწლიური რეიტინგი, რომლის მიზანიც გაცნობიერებული მოგზაურების იმ რეგიონებში გადამისამართებაა, სადაც მათი ვიზიტი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ადგილობრივი თემისთვის.












