COVID-19 ვაქცინით ქვეყანაში შესვლის პირობები

საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J)) და აქამდე, მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლოთ გერმანიაში შესვლა გარკვეული პირობებით, მიმდინარე წლის 25 ივნისიდან, სხვა მიზნებითაც, მათ შორის ტურისტული მიზნითაც შეუძლია გერმანიაში გამგზავრება. ვაქცინაციის ბოლო დოზის შემდეგ გასული უნდა იყოს 14 დღე. კოვიდვაქცინირებულს ნებისმიერი მიზნით შეუძლია გერმანიაში შესვლა, გარდა ე.წ. მუტაციური ვირუსის გავრცელების ქვეყნებიდან შემოსული პირებისა. PCR/სწრაფი ტესტის წარდგენა სავალდებულო არ არის, აეროპორტში PCR/სწრაფი ტესტის ჩატარება არ ხორციელდება.  იზოლაცია/კარანტინი სავალდებულო არ არის.

გასათვალისწინებელია, პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ განსაზღვრულ რისკის შემცველ, დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის  მქონე ან იმ ქვეყნებში, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ვალდებულნი არიან ვებ-გვერდის https://www.einreiseanmeldung.de/ მეშვეობით მოახდინონ მგზავრობის რეგისტრაცია, სადაც ისინი მიუთითებენ მგზავრობის დეტალებს, საკონტაქტო ტელეფონს, რეისის ნომერს, გერმანიაში გაჩერების მისამართს და ა. შ. ინფიცირების მაღალი მაჩვენებლის, ვირუსის ახალი შტამისა და სხვა რისკის შემცველი ქვეყნების სია გამოქვეყნებულია რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის ვებ-გვერდზე: https://www.rki.de/DE/Content/InfAZ/N/Neuartiges_ Coronavirus/Risikogebiete_neu.html. ასევე იხილეთ, აღიარებულ ვაქცინათა ჩამონათვალი https://www.pei.de/impfstoffe.

Covid-19 ვაქცინის გარეშე შესვლის პირობები

ევროკავშირის წევრი-ქვეყნებიდან, შენგენის ასოცირებული ქვეყნებიდან: ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტაინი, იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ეპიდემიოლოგიური მდგომარებიდან გამომდინარე ევროკავშირის მიერ შესვლა დაშვებულია, სხვა ქვეყნებიდან გერმანიაში შესვლა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია შესაძლებელი. ამისათვის უნდა  არსებობდეს გადაუდებელი აუცილებლობა.

შეზღუდვების შესაბამისად, გერმანიაში შესვლა შესაძლებელია გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შემდეგი პირებისთვის:

– გერმანიაში დასაქმებული პირები და მაღალკვალიფიციური პერსონალი, რომელთა დასაქმება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია,  მათ შორის ბიზნეს-ვიზიტები, ამ ვიზიტის გადაუდებლობის დამადასტურებელი დეკლარაციის არსებობის შემთხვევაში https://www.bundespolizei.de/Web/DE/04Aktuelles/01Meldungen/2020/03/201203_232_unbed_erf_ kurzfr_geschaeftsreise_download_site_anmod.html?nn=5931604)

  • გარკვეული წინაპირობებით, კონგრესებსა და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილე პირები,
  • ჯანდაცვის სფეროს პერსონალი, მეცნიერ-მკვლევარები, მომვლელი პერსონალი,
  • მეზღვაურები გემზე ასასვლელად დანიშნულების ნავსადგურამდე ტრანზიტით მგზავრობის შემთხვევაში,
  • სასაქონლო გადაზიდვების და სხვა სატრანსპორტო საშუალებების პერსონალი,
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში სეზონურად დასაქმებული პირები,
  • სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი,
  • პირები, რომლებიც სარგებლობენ საერთაშორისო ან ჰუმანიტარული მფარველობით,
  • პირები, რომლების მგზავრობენ ოჯახის გაერთიანების მიზნით,
  • გარკვეული წინაპირობებით, მოკლევადიანი ვიზიტი ოჯახის წევრთან ან პარტნიორთან, რომელთანაც პირი ქორწინებაში არ იმყოფება,
  • პირები, რომლებიც საჭიროებენ  გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას,
  • დიპლომატები, საერთაშორისო ორგანიზაციების პერსონალის მუშაკები, სამხედრო პერსონალი, აგრეთვე ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში დასაქმებული პირები,
  • რეპატრიანტები,
  • ტრანზიტული მგზავრები.

პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ  დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის  მქონე ან იმ ქვეყანაში, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ან გერმანიაში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ვალდებულნი არიან იქონიონ  ნეგატიური კორონა-ტესტი (PCR ტესტი, რომელიც ჩატარებულია 72 საათით ადრე ან ანტიგენ-ტესტი, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მოთხოვნებს და ჩატარებულია 48 საათით ადრე (ვირუსის ახალი შტამის გავრცელების ქვეყნებიდან მგზავრობის შემთხვევაში -24 საათით ადრე),   ან უნდა ფლობდნენ კორონა-ვირუსისგან გამოჯანმრთელებისა ან სრულყოფილი აცრის ჩატარების შესახებ ცნობებს (შემდგომში „მტკიცებულებები“).

ეს ვალდებულება არ ეხება 6 წლამდე ასაკის ბავშვებს. მტკიცებულებათა წარდგენა უნდა განხორციელდეს გამომგზავრებამდე გადამზიდავი კომპანიის და/ან საზღვრის გადაკვეთისას გერმანიის სასაზღვრო მოხელის წინაშე. რისკის შემცველი რეგიონებიდან გერმანიაში შემომსვლელმა პირებმა შემოსვლიდან არანაკლებ 48 საათის განმავლობაში იქონიონ  ინფიცირების არქონის მტკიცებულება და, მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინონ კომპეტენტურ უწყებას.

საერთაშორისო ტრანზიტის დროს, როდესაც პირს არ უწევს გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლა, ინფიცირების არქონის მტკიცებულების წარდგენა არ მოითხოვება, ხოლო შენგენის წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში მგზავრობის გაგრძელების მიზნით  საჰაერო გზით გერმანიაში შემოსვლისას, აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა სავალდებულოა .ტესტირების ცნობა შედგენილი უნდა იყოს გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ ან ესპანურ ენაზე და  წარდგენილი უნდა იყოს მატერიალური ან ციფრული სახით (ცნობის ფოტოსურათი არ მიიღება).

პირები, რომელებიც გერმანიაში მგზავრობამდე ბოლო 10 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ  რისკის შემცველ ან დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის  მქონე ქვეყანაში გერმანიაში შემოსვლისას ვალდებულნი არიან გადავიდნენ საკუთარი ხარჯებით თვითიზოლაციაში 10 დღის განმავლობაში. იმ ქვეყნიდან შემოსვლის შემთხვევაში, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, ეს ვადა შეადგენს 14 დღეს. თვითიზოლაციის დროს იკრძალება სახლის ან ბინის დატოვება ან სტუმრების მიღება. რისკის შემცველ ქვეყნებიდან შემოსულ პირებს შეუძლიათ თვითიზოლაციის  ვადაზე ადრე შეწყვეტა ჯანდაცვის პასუხისმგებელი სამსახურებისთვის ელექტრონულად ან მგზავრობის რეგისტრაციის პორტალის მეშვეობით  ინფიცირების არქონის მტკიცებულების (ნეგატიური ტესტი, კორონა-ვირუსისგან გამოჯანმრთელებისა ან სრულყოფილი აცრის ჩატარების შესახებ ცნობები ) წარდგენის გზით. დაინფიცირების მაღალი მაჩვენებლის  მქონე ქვეყანებიდან (მათ შორის საქართველოდან (2021 წლის 13 მაისის მდგომარეობით)) გერმანიაში შემოსულ პირებს თვითიზოლაციის  ვადაზე ადრე შეწყვეტა შეუძლიათ მხოლოდ თვითიზოლაციის მე-5 დღის შემდეგ გაკეთებული ნეგატიური ტესტით. იმ ქვეყნებიდან გერმანიაში შემოსული პირებისთვის, სადაც  დაფიქსირებულია ვირუსის ახალი შტამი, თვითიზოლაციის ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელი არ არის.

ტრანზიტით გავლის პირობები:

ტრანზიტული გავლა გერმანიაში ევროკავშირის სხვა სახელმწიფოში, შენგენის წევრ-ქვეყანაში შესასვლელად დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ:

1. არ არსებობს დანიშნულების სახელმწიფოში პირდაპირი შესვლის საშუალება,

2. გერმანიაში, როგორც ტრანზიტულ ქვეყანაში გავლის პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს დანიშნულების სახელმწიფოში შესასვლელად საჭირო გონივრულ ვადას;

3.პირს გააჩნია დანიშნულების ქვეყანაში შესვლის ნებართვა.

ტრანზიტული გავლის დროს წარმოსადგენია 1,2, და მე-3 პუნქტებში აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები (სახმელეთო ან საჰაერო სამგზავრო ბილეთი დანიშნულების ქვეყანაში და სხვა).

ზემოაღნიშნული პირობებით შესაძლებელია გერმანიაში ტრანზიტული გავლა როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო გზით.

საერთაშორისო ტრანზიტის დროს, როდესაც პირს არ უწევს გერმანიის ტერიტორიაზე შემოსვლა, ინფიცირების არქონის მტკიცებულების წარდგენა არ მოითხოვება, ხოლო შენგენის წევრ რომელიმე სხვა ქვეყანაში მგზავრობის გაგრძელების მიზნით  საჰაერო გზით გერმანიაში შემოსვლისას, აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა სავალდებულოა.

სტუდენტების შესვლის პირობები:

სტუდენტები ან კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით განათლების მიმღებნი, რომელთა სწავლება უცხოეთიდან სრულყოფილად არ არის შესაძლებელი, კერძოდ, სასწავლო მიზნით შემოსვლა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი სრულდება შემდეგი წინაპირობები: სახეზეა სასწავლო მიზნით გაცემული ვიზა (მათ შორის ძირითად სასწავლო პროგრამასთან ინტეგრირებული ენის კურსის ჩათვლით), წარდგენილ იქნება საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა), ასევე შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა ენის კურსზე დასწრების მიზნით იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოსვლის მომენტში პირი შეძლებს დაადასტუროს, რომ შესაბამის სფეროში განათლების მიღების წინაპირობას კონკრეტული ენის კურსის წარმატებით გავლა წარმოადგენს (ამ შემთხვევაში დაუშვებელია შუალედურ პერიოდში სამშობლოში დაბრუნება და ძირითად საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის მიზნით გერმანიაში ხელმეორე შემოსვლა). ანალოგიურად შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უცხო ქვეყნის მიერ გაცემული პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის აღიარების მიზნით. ამ შემთხვევაშიც სავალდებულოა საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ კოვიდ-19 ვირუსით განპირობებული აქტუალური მდგომარეობის მიუხედავად, წარმომდგენი პირის ადგილზე ყოფნა სავალდებულო ხასიათისაა (აუცილებელია არა მხოლოდ ონლაინ ჩართვებში, არამედ სწავლების რეზიდენტულ ფაზაში უშუალო  ჩართულობა). გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყების ისევე, როგორც ცალკეული სასწავლო სემესტრების გავლის მიზნით. ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უმაღლესი განათლების მიღების მიზნით შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სრულფასოვანი გავლა უცხოეთიდან ვერ იქნება უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, შესაძლებელია ქვეყანაში შემოსვლა სკოლა-ინტერნატებში სწავლის მიზნით. აღნიშნული მოიცავს წინასწარ ენის კურსში მონაწილეობას, თუკი ხსენებული ენის კურსის დაწყების მომენტში სახეზეა სკოლა-ინტერნატში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ქვეყანაში ყოფნის დაგეგმილი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე ნაკლები.

მნიშვნელოვანი ვებ-გვერდები: