ბულგარეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 30 ივნისის ბრძანების თანახმად, 2021 წლის 1 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელ კატეგორიას განეკუთვნება ქვეყანა – მწვანე ზონას, ნარინჯისფერს თუ წითელს.

აღნიშნული განისაზღვრება COVID სიტუაციით თითოეულ ქვეყანაში და მონაცემების გადახედვის შედეგად, კვირაში ან 2 კვირაში ერთხელ, შესაძლოა ქვეყანას შეეცვალოს ამა თუ იმ ზონისადმი კუთვნილება. ‼️

2021 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, საქართველო იმყოფება ნარინჯისფერ ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ბულგარეთის რესპუბლიკაში შემოსასვლელად საქართველოს მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს ამ დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემდეგი ვაქცინებიდან ერთ-ერთი: Pfizer, Moderna, Janssen, Astra Zeneca, SK Bioscience, Serum (India), Sinovac, Sinopharm, Sputnik V);

ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი შედეგის მაჩვენებელი დოკუმენტი;

ბოლო 180 დღის განმავლობაში COVID-ით ინფიცირების დამადასტურებელი დოკუმენტი (დადებითი PCR ტესტი), რომლის ჩატარებიდან გასულია არანაკლებ 15 დღისა.

ნარინჯისფერი ზონის ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველო) ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემომავალი პირების (100-იდან 5) შემთხვევითობის პრინციპით არჩევის შედეგად საზღვარზე ჩაუტარდებათ სწრაფი ანტიგენ ტესტი. ‼️

12 წლამდე ასაკის ბავშვებს არანაირი COVID დოკუმენტის წარმოდგენა არ მოეთხოვებათ ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოსასვლელად. ‼️
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ბულგარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტრანზიტის მიზნით შედგიან (და აქვთ ამის დასაბუთების შესაძლებლობა), აგრეთვე, არ მოეთხოვებათ არავითარი COVID დოკუმენტი (არც ვაქცინაციის სერტიფიკატი, არც PCR ტესტი, არც სხვა რამე).
თურქეთის რესპუბლიკაში შესასვლელად, საქართველოს მოქალაქეებმა წინასწარ უნდა შეავსონ ონლაინ განაცხადი შემდეგ ბმულზე:
https://register.health.gov.tr/…

‼️ქალაქის გრაფაში უნდა ჩაწერით: ართვინი, ხოლო მისამართის გრაფაში – ხოფა-სარფი.