ინდონეზიაში მომხდარი სტიქიისას 21 წლის ავიადისპეტჩერი ანტონიუს გუნავარ აგუნგა Mutiara SIS Al-Jufrie Airport-ში მორიგეობდა. მიწისძვრის პირველი ბიძგებისას ავიაკომპანია Batik Air-ის თვითმფრინავი უკვე ასაფრენად ემზადებოდა და ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე გადიოდა. ხომალდის ბორტზე კი 384 მგზავრი იმყოფებოდა.

ბიძგები უფრო და უფრო გაძლიერდა, ამ დროს კი ასაფრენ/დასაფრენ ბილიკზე ბზარები გაჩნდა, რომელიც თანდათან უფრო ფართოვდებოდა.

კოშკურამ სადაც ავიადისპეჩერები იმყოფებოდნენ ძლიერი რყევა დაიწყო. აგუნგას კოლეგებმა თავს უშველეს, სამუშაო ადგილი მიატოვეს და გაიქცნენ. ბიძგები უფრო გაძლიერდა.

ახალგაზრდა  ავიადისპეტჩერმა გადაწყვეტილება მიიღო, საკუთარი მოვალეობა ბოლომდე შეასრულა და თვითმფრინავს აფრენაში დაეხმარა.

ავიადისპეტჩერი თავის გადარჩენასაც შეეცადა და ამიტომ კოშკურის მეოთხე სართულიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.