2025 წელს ინდოეთში სამი ახალი ავიაკომპანია ამოქმედდება – Shankh Air, Air Kerala და Alhind Air. ისინი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში დაიწყებენ მუშაობას. გადამზიდავებმა უკვე მიიღეს შესაბამისობის სერტიფიკატები ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროსგან და ელიან ავიაოპერატორის სერტიფიკატების გაცემას.
მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთში 12 სამგზავრო ავიაკომპანია ოპერირებს, ბაზრის მოთხოვნა ტრანსპორტირებაზე რჩება მაღალი: ამჟამად მთელი სამგზავრო ტრაფიკის 90% ორი ავიაკომპანია იყოფს. ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენა ხელს შეუწყობს რეგიონული მარშრუტების გაფართოებას, მოგზაურთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და კონკურენტულ ფასებს, ამბობენ დარგის ექსპერტები.
Shankh Air გეგმავს ოპერირებას შტატ უტარ პრადეში. გადამზიდავი ბაზირებული იქნება ნოიდაჯევარის საერთაშორისო აეროპორტში. საწყისი მარშრუტები დააკავშირებს ლუკნოუს, ვარანასს, გორახპურსა და ინდოეთის დიდ ქალაქებს, როგორიცაა დელი, მუმბაი და ბანგალორი.
ავიაკომპანია საერთაშორისო ფრენების დაწყებას 2027 წელს გეგმავს, ამ მიზნებისთვის დაახლოებით 250 მილიონი დოლარი დაიხარჯება.
Air Kerala იქნება ინდოეთის პირველი ულტრა დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი. ის შიდა ფრენებს დაიწყებს წელს, ხოლო საერთაშორისო ფრენებს მომავალ წელს.
გადამზიდავი კონცენტრირებას გააკეთებს კერალას რეგიონებზე და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ფრენებზე. მარშრუტებზე სამი ATR 72-600 თვითმფრინავი იმუშავებს.
Alhind Air არის Alhind Group-ის ყოფილი ტუროპერატორი. ავიაკომპანია გეგმავს ფრენას კოჩინის აეროპორტიდან და მისი ფლოტი შედგება ორი ATR 72-600 თვითმფრინავისგან.
ერთი წლის განმავლობაში, გადამზიდავი გეგმავს თავისი ფლოტის გაფართოებას შვიდ თვითმფრინავამდე. სპარსეთის ყურის ქვეყნებში საერთაშორისო ფრენების დაწყება ორ წელიწადში იგეგმება.