2015-2018 წლებში ალკოტესტი 181 პილოტმა ვერ გაიარა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა ჯაიანთ სინხამ გააკეთა.

ამ ფონზე, სამოქალაქო ავიაციის სამინისტრომ პილოტების ტესტირების ანგარიში მოამზადა და ინდოეთის პარლამენტის ქვედა პალატას წარუდგინა.

როგორც ირკვევა, 2015 წელს 43 პილოტმა ალკოტესტი ვერ გაიარა, 2016 წელს – 44 პილოტმა, 2017 წელს – 45 პილოტმა, ხოლო 2018 წლის 10 თვის მონაცემებით – 49 პილოტმა.