ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორატი (DGCA) აღადგენს ალკოჰოლზე სავალდებულო ტესტირებებს ფრენის, ასევე სალონის ეკიპაჟებისთვის, როგორც ფრენისწინა და ფრენის შემდგომი პროცედურების ნაწილი. გადაწყვეტილება მიღებულია COVID-19-ის შემთხვევების შემცირების და საჰაერო მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდის ფონზე.
ავიაციის მარეგულირებელმა, რომელმაც განახლებული გაიდლაინები გამოაცხადა 2022 წლის 14 სექტემბერს, ინდოეთში დარეგისტრირებულ ავიაკომპანიებს დაავალდებულა ჩაატარონ სუნთქვის ანალიზატორის სავალდებულო ტესტები [ალკოჰოლის ტესტი, რედ.-] მორიგე პილოტებისთვის და სალონის ეკიპაჟის წევრებისთვის ყოველი ფრენის წინ და შემდეგ.
მითითებების შესაბამისად, ალკოჰოლის მიღება აკრძალულია ფრენამდე 12 საათის განმავლობაში, იტყობინება The Economic Times.
თუ ეკიპაჟის წევრი პირველ ჯერზე წარმატებით ვერ ჩააბარებს ტესტირებას, მაშინ მას სამი თვით შეუჩერებენ სამსახურს. თუმცა, შემდეგი დაფიქსირეის შეთხვევაში მას სამი წლით აეკრძალება მუშაობა. თუ თანამშრომელი სამჯერ ვერ ჩააბარებს სუნთქვის ანალიზატორის ტესტს, ის საფრთხეს უქმნის სამუდამოდ დაკარგავს ფრენის ლიცენზიას.
მიუხედავად იმისა, რომ განახლებული წესი ძალაში 15 ოქტომბერიდან შედის, ეს არ არის ახალი რეგულაცია ინდოეთის საჰაერო ოპერატორებისთვის. წესი უკვე დიდი ხანია მოქმედებს. თუმცა, 2020 წელს გლობალური პანდემიის პიკის დროს, დელის უმაღლესმა სასამართლომ ტესტირება შემოიფარგლა ეკიპაჟის აქტიური წევრების 50%-ის ფრენებზე.
აღსანიშნავია, რომ DGCA-მ 2022 წლის 31 იანვარიდან ნარკოტიკების შემთხვევითი სავალდებულო ტესტირება დანერგა ATC კონტროლერებისთვის, ფრენის ეკიპაჟისთვის და სალონის ეკიპაჟის წევრებისთვის.