ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელმა ორგანომ (DGCA) ქვეყნის უმსხვილეს ავიაკომპანიას, IndiGo-ს, ისტორიაში ყველაზე დიდი ფულადი ჯარიმა დააკისრა. მიზეზი გასული წლის დეკემბერში ფრენების მასობრივი გაუქმება გახდა, რამაც ათიათასობით მგზავრი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა.

დეკემბრის პირველ კვირებში IndiGo-მ 4,500-მდე რეისი გააუქმა. გამოძიებამ დაადგინა, რომ კრიზისის მთავარი მიზეზი იყო:

ავიაკომპანიამ ვერ გაითვალისწინა პილოტების დასვენების ახალი, უფრო მკაცრი წესები.

მარეგულირებლის თქმით, კომპანია ფოკუსირებული იყო თვითმფრინავებისა და ეკიპაჟის მაქსიმალურ ექსპლუატაციაზე, რამაც სისტემის მდგრადობა დაარღვია. ირკვევა, რომ ავიაკომპანიას არ აღმოაჩნდა საკმარისი ბუფერი კრიზისული სიტუაციების სამართავად.

ფულადი ჯარიმის გარდა, მარეგულირებელმა უპრეცედენტო ზომებს მიმართა. კერძოდ, ომპანიას დაევალა ოპერაციების კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯეისონ ჰერტერის მოვალეობისგან გათავისუფლება.

IndiGo-ს CEO-მ, პიტერ ელბერსმა, მიიღო ოფიციალური გაფრთხილება კრიზისის არაეფექტური მართვის გამო.

ავიაკომპანიას დაევალა 5.51 მილიონი დოლარის ოდენობის საბანკო გარანტიის წარდგენა, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამომავლო რეფორმების გატარება.

IndiGo ინდოეთის შიდა ბაზრის 65%-ს ფლობს. ექსპერტების აზრით, ეს შემთხვევა ხაზს უსვამს მონოპოლიის საფრთხეებს მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდ საავიაციო ბაზარზე. მიუხედავად რეკორდული ჯარიმისა, ეს თანხა კომპანიის 2024/25 წლების წლიური მოგების მხოლოდ 0.31%-სშეადგენს.