ინდოეთის ერთ-ერთ აეროპორტში მგზავრს ბარგში ლეოპარდის ბოკვერი აღმოუჩინეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, მგზავრი ინდოეთში ტაილანდიდან ჩამოფრინდა და უსაფრთხოების კონტროლის გავლისას მებაჟეებმა მამაკაცს ჩანთაში ლეოპარდის შვილი იპოვეს. მებაჟეების ყურადღება მამაკაცმა მანამდეც მიიპყრო, როდესაც მისი ჩანთიდან რაღაც უცნაური ხმები ისმოდა. შედეგად ჩანთაში 1 კგ-მდე ლეოპარდის ბოკვერი აღმოჩნდა.
45 წლის მამაკაცი უმალვე დააპატიმრეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. სამართალდამცავები ცდილობენ დაადგინონ, ხომ არ არის დაპატიმრებული მამაკაცი საერთაშორისო კონტრაბანდული ორგანიზაციის წევრი.
რაც შეეხება ლეოპარდის ბოკვერს, ის ზოოლოგიურ პარკში გადაიყვანეს.