ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა დირექტორატმა (DGCA) ავიაკომპანიებისთვის დაღლილობის მართვის ახალი სავალდებულო გაიდლაინები შემოიღო. ეს ზომები მიზნად ისახავს საავიაციო უსაფრთხოების გაუმჯობესებას დაღლილობასთან დაკავშირებული რისკებისშემცირებით და ეკიპაჟის წევრებისთვის სათანადო დასვენების უზრუნველყოფით.

DGCA-ის ახალი რეგულაციები ავიაკომპანიებისგან შემდეგი პუნქტების შესრულებას ითხოვს.

პილოტებმა და სალონის ეკიპაჟმა უნდა გაიარონ წლიური ტრენინგი დაღლილობისა და მისი ზემოქმედების შესახებ. ტრენინგი ასევე უნდა მოიცავდეს ფრენების განრიგის შემადგენელ და დისპეტჩერ გუნდებს.

სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ფრენის საათები და დასვენების პერიოდები; ძილის ფუნქციები; დაღლილობის პრევენციის სტრატეგიები.

ავიაკომპანიებმა უნდა შეიმუშაონ დაღლილობის შეტყობინების მკაფიო პოლიტიკა. ასევე, უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომიტეტები(Fatigue Review Committees) დაღლილობასთან დაკავშირებული საკითხების გადასახედად.

ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან, რეგულარულად წარუდგინონ დაღლილობის ანგარიშები DGCA-ს.

ეს ყოვლისმომცველი მიდგომა უზრუნველყოფს, რომ საოპერაციო პერსონალი კარგად იყოს ინფორმირებული და აღჭურვილი დაღლილობის მართვისთვის, რითაც მნიშვნელოვნად ამცირებს უბედური შემთხვევების რისკს.