ინდოეთი ნავი მუმბაის საერთაშორისო აეროპორტის (Navi Mumbai International Airport – NMIA)  საზეიმო გახსნისთვის ემზადება. ირკვევა, რომ 2025 წლის 17 აპრილიდან. აეროპორტი ეტაპობრივად გაიხსნება. საწყის ეტაპზე გაიხსნება ტერმინალი 1-ით და ერთი ასაფრენი ბილიკით.

ულვეს გარეუბანში მდებარე NMIA შეამსუბუქებს საცობებს ჩატრაპათი შივაჯი მაჰარაჯისსაერთაშორისო აეროპორტში და, სავარაუდოდ, საწყის თვეებში 2-3 მილიონ მგზავრს მოემსახურება. აქ შიდა ფრენები დაიწყება 2025 წლის მაისში, ხოლო საერთაშორისო ფრენები ცოტა მოგვიანებით, ივლისში. ფრენების რაოდენობა ოქტომბრისთვის გაიზრდება.

ჩატრაპატი შივაჯი მაჰარაჯის საერთაშორისო აეროპორტი მუმბაიში 2024 წელს 55 მილიონ ადამიანს მოემსახურა. ინდური ავიაკომპანიები, რომლებიც ოპერირებენ აეროპორტში თავიანთი ფრენების ნაწილს NMIA-ში გადაიტანენ. ავიაკომპანიებს ადრე ურჩიეს, შესაბამისად დაგეგმონ ზამთრის განრიგი.

უწყვეტი კავშირის უზრუნველსაყოფად, NMIA ინტეგრირებული იქნება მეტროს ხაზებთან და მთავარ მაგისტრალებთან, მათ შორის ახლახან გახსნილ Atal Setu Bridge-თან, რომელიც ემსახურება როგორც კავშირს სამხრეთ მუმბაითან.

2030 წლისთვის მუმბაის და ნავი მუმბაის აეროპორტები, სავარაუდოდ, წელიწადში 50-55 მილიონ მგზავრს მოემსახურებიან, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. 2036 წლისთვის NMIA-სექნება ოთხი ტერმინალი, რაც გაზრდის მის გამტარუნარიანობას წელიწადში 90 მილიონ მგზავრამდე  და გახდება მუმბაის მთავარ საავიაციო ცენტრი.