5 წლიან პაუზის შემდეგ ინდოეთი და ჩინეთი პირდაპირ საჰაერო კავშირებს აღადგენენ. ამის შესახებ განცხადება ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რაც თავის მხრივ შეიძლება ჩაითვალოს მხარეებს შორის ურთიერთობების დათბობად ჰიმალაის საზღვარზე 2020 წლის სამხედრო შეტაკების და Covid-19 პანდემიის შემდეგ. ორივე მხარე პირდაპირი ფრენების დეტალებს განიხილავს შეხვედრაზე, რომელიც “უახლოეს მომავალში” გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხუთი წლის წინ, ინდოეთმა ჩინელი ინვესტორების შეზღუდვა დაიწყო, აკრძალა ასობით პოპულარული აპლიკაცია, მათ შორის TikTok და გააუქმა სამგზავრო მარშრუტები, თუმცა ქვეყნებს შორის პირდაპირი სატვირთო ფრენები გრძელდებოდა.

უფრო მეტიც, ჩინეთი და ინდოეთი შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და 2025 წელს ტიბეტის წმინდა მთებსა და ტბებში ინდოეთის მომლოცველთა მოგზაურობის განახლებაზე.

პანდემიამდე ​ქვეყნებს შორის თვეში 500-მდე პირდაპირი ფრენა ხორციელდებოდა, რაც აჩვენებს ამ კავშირების მნიშვნელობას მოგზაურობის, ვაჭრობისა და კულტურული ურთიერთობებისთვის. საჰაერო მიმოსვლის შეჩერებამ შოკში ჩააგდო როგორც მოგზაურები, ასევე ბიზნესი.