ინდოელმა ინჟინრებმა ახალი უსაფრთხოების სისტემა შეიმუშავეს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს, რათა მომავალში ავიაკატასტროფები თავიდან იქნას აცილებული.

როგორც The New York Post იტყობინება, სისტემა იყენებს „ჭკვიან უსაფრთხოების ბალიშებს“, რომლებიც ჰაერში დარტყმას და უკუღმა ბიძგს შთანთქავს, რის შედეგადაც საბედისწერო ავარია გადარჩენილ დაჯდომად იქცევა. ხელოვნური ინტელექტის სენსორებს შეუძლიათ ამოიცნონ, როდის მოხდება ავარია, რის შემდეგაც უსაფრთხოების ბალიშები გაიშლება და მთელ ფიუზელაჟს შემოეხევა. თეორიულად, ეს დამცავი ბალიში უზრუნველყოფს, რომ დაშვება სასიკვდილო არ იქნება, მიუხედავად თვითმფრინავის სიჩქარისა.

ინჟინრების თქმით, უსაფრთხოების ბალიშების დამატება შესაძლებელია როგორც არსებულ თვითმფრინავებზე, ასევე ახლებში მათი ინსტალაცია. ამჟამად, ისინი აეროკოსმოსურ ლაბორატორიებთან თანამშრომლობას გეგმავენ, რათა ახალი სისტემის გამოცდა მოახდინონ.