ინდური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია IndiGo მდედრობითი სქესის მგზავრებს საშუალებას მისცემს, რომ აირჩიონ იმ ადამიანის სქესი, რომელიც ფრენის დროს მის გვერდით დაჯდება. ეს კი გლობალური ავიახაზების ინდუსტრიაში პირველად ხდება. ინიციატივა გადამზიდავის ყველა რეისზე 2024 წლის აგვისტოდან განხორციელდება. IndiGo ამჟამად დღეში 2000 შიდა და საერთაშორისო რეისს ახორციელებს.
ავიაკომპანიის პოლიტიკაში ამ ინოვაციის იდეა გაჩნდა IndiGo-ს გამოკითხვის შედეგად, თუ რა გახდის ქალბატონების მოგზაურობას უფრო კომფორტულს.
ახალი შესაძლებლობა ქალებს საშუალებას მისცემს დაინახონ სხვა მოგზაურების სქესი, რომლებმაც უკვე განახორციელეს დაჯავშნა. ამრიგად, ონლაინ რეგისტრაციის დროს, მგზავრების ადგილების გრაფიკზე, სხვა ქალების მიერ დაკავებული ადგილები ვარდისფრად იქნება მონიშნული. იმავდროულად, აღნიშნული ინფორმაცია არ იქნება ნაჩვენები მამაკაცებისთვის;
„ვცდილობთ, რომ ჩვენი ყველა მგზავრისთვის შეუდარებელი მოგზაურობის გამოცდილება შევქმნათ და ეს ახალი სერვისი მხოლოდ ერთია იმ მრავალი ნაბიჯიდან, რომელსაც ამ მიზნის მისაღწევად ვდგამთ“, – აცხადებენ კომპანიაში ინიციატივაზე.
საინტერესოა, რომ ინდოეთში მსგავსი სერვისი უკვე დანერგილია მატარებლებისა და ავტობუსების დასაჯავშნად.