ინდურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია IndiGo-მ დელისა და ჰანოის შორის ყოველდღიური პირდაპირი რეისის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც 2025 წლის 20 დეკემბრიდანამოქმედდება. მარშრუტზე „Airbus A320“ ტიპის ლაინერები იფრენენ.

ინდოეთის დედაქალაქიდან თვითმფრინავის გაფრენა დაგეგმილია 07:25 საათზე, ხოლო ჰანოიში ჩაფრენა – 13:00 საათზე. ვიეტნამის დედაქალაქიდან თვითმფრინავი 18:00 საათზე გაფრინდება და დელიში 21:25 საათზე ჩავა.

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, ბოლო დროს ვიეტნამი ინდოელი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული მიმართულება ხდება, და ახალი მარშრუტი დააკმაყოფილებს მზარდ მოთხოვნას, ასევე გააძლიერებს ტურისტულ და ეკონომიკურ კავშირებს ორ ქვეყანას შორის.

გარდა ამისა, ამჟამად გადამზიდავი კვირაში 14 რეისს ასრულებს ინდოეთის ქალაქ კოლკატადან ვიეტნამის ჰანოისა და ჰო ში მინში.

„ჩვენ ვაგრძელებთ სატრანსპორტო კავშირების განვითარებას ASEAN-ის ქვეყნებთან და ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი მოგზაურობის ვარიანტები“, – განაცხადა ვინაი მალჰოტრამ, IndiGo-ს გლობალური გაყიდვების ხელმძღვანელმა.