ბავშვებთან ერთად მოგზაურობა ერთდროულად საინტერესოცაა და რთულიც, მაგრამ თუ სწორად მოემზადებით, თქვენი მოგზაურობა მაქსიმალურად მარტივი და სასიამოვნო გახდება. მიუხედავად იმისა, რამდენიმე დღით მიდიხართ დასასვენებლად თუ ხანგრძლივ შვებულებას გეგმავთ, უნდა ვაღიაროთ, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა, დამატებით სამზადისს მოითხოვს.
აირჩიეთ თქვენზე მორგებული სერვისები
Wizz Air გთავაზობთ განსხვავებულ სერვისებს, რაც დაგეხმარებათ შეარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი ოჯახთან ერთად მოგზაურობისას. მაგალითად, იფიქრეთ Wizz Priority-ის დამატებაზე, რომელიც საშუალებას გაძლევთ აიღოთ დამატებითი ხელბარგი და ახვიდეთ თვითმფრინავში ადრე. დაგვეთანხმებით, რომ ეს იდეალური ვარიანტია აფრენამდე ბავშვების მოსაწესრიგებლად. გაითვალისწინეთ, რომ ორ წლამდე ბავშვის აუცილებელი ნივთების, დასაკეცი ეტლისა თუ ბავშვის საკვების ატანა თვითმფრინავში უფასოდ შეგიძლიათ.
წინასწარ აირჩიეთ ადგილი თვითმფრინავში
კომფორტული მოგზაურობისთვის, წინასწარ შეარჩიეთ თქვენი ადგილები, რათა მთელი ოჯახი ერთად დასხდეთ. თუ ბავშვებთან ერთად მოგზაურობთ, აირჩიეთ ადგილები წინა რიგიდან ან დამატებითი ადგილის მქონე სავარძლები, რათა გადაადგილება გაგიადვილდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ორ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ესაჭიროებათ საკუთარი სავარძელი. ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ დამხმარე ან მანქანის სავარძელი, თუ ის აკმაყოფილებს ავიაკომპანიის უსაფრთხოების წესებს.
ჩაალაგეთ ჩემოდანი გონივრულად
ბავშვებთან ერთად ფრენისას, გონივრულად ჩალაგებული ჩემოდანი, შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. აი, რა უნდა ჩაალაგოთ ხელბარგში:
- საჭმელი: თან იქონიეთ ადვილად მისართმევი, ჯანსაღი საკვები და სასუსნავები. რაღაც ეტაპზე, პატარა აუცილებლად მოითხოვს გემრიელობას. წინასწარი მომზადებით კი თავიდან აიცილებთ არაჯანსაღი, სწრაფი მომზადების საკვების აუცილებლობას.
- გასართობები: გასაფერადებლები, პატარა სათამაშოები ან ტაბლეტი ყურსასმენებით დაგეხმარებათ ბავშვის გართობასა და ფრენის გაადვილებაში.
- ბავშვისთვის აუცილებელი ნივთები: არ დაგავიწყდეთ სველი და მშრალი ხელსახოცების, საფენებისა და გამოსაცვლელი ტანსაცმლის გამზადება.
- ნივთები კომფორტისთვის: პატარა ბალიში ან საყვარელი სათამაშო დაგეხმარებათ, რომ ბავშვის ფრენის გამოცდილება, მაქსიმალურად მშვიდი და კომფორტული გახადოთ.
გაიმარტივეთ Check in, უსაფრთხოების შემოწმება და თვითმფრინავში ასვლის პროცედურა
როდესაც პატარა თან არ გყავთ, აეროპორტთან დაკავშირებული პროცედურები პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ, თუ ბავშვთან ერთად მოგზაურობთ, გამოცდილების მაქსიმალური გამარტივება გმართებთ. დაზოგეთ დრო და აეროპორტში მისვლამდე, გაიარეთ ონლაინ Check in Wizz Air-ის აპლიკაციით. მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ Wizz Priority-ით, რაც საშუალებას მოგცემთ სხვა მგზავრებზე ადრე ჩასხდეთ და კომფორტულად მოეწყოთ თვითმფრინავში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი უზრუნველყოფს შემოწმებისა და უსაფრთხოების ეფექტურ პროცედურებს, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის, ბავშვით თუ ბავშვის გარეშე, კომფორტული და მარტივი გამოცდილებაა.
გაართეთ ბავშვი ფრენის დროს
მართალია ფრენა ნებისმიერი ბავშვისთვის თავგადასავალია, მაგრამ ერთ სივრცეში გატარებული ხანგრძლივი საათები, ნამდვილად დამღლელია. წაახალისეთ ბავშვები, გაიხედონ ფანჯრიდან და ისაუბრონ იმაზე, რასაც ხედავენ; ითამაშეთ ინტერაქტიური თამაშები, სიტყვების გამოცნობა ან სამოგზაუროდ მოსახერხებელი მაგიდის თამაშები. ხოლო თუ იყენებთ ტაბლეტს, წინასწარ ჩამოტვირთეთ მათი საყვარელი ფილმები ან თამაშები. ასე, დამღლელი ფრენა, მაქსიმალურად სასიამოვნო გახდება.
მოემზადეთ ჩასასვლელად
მას შემდეგ რაც მიწაზე დაეშვებით, მაქსიმალურად მალე მოწესრიგდით და გაემზადეთ. თუ ეტლით მოგზაურობთ, მაშინ შეინახეთ ის თვითმფრინავის კართან ან საბარგულთან, რადგან ჩასვლის დროს, მარტივად გააყოლოთ. თქვენი პასპორტები და სამგზავრო დოკუმენტები კი მარტივად მისაწვდომ ადგილზე შეინახეთ.
ეს მცირე სამზადისი და Wizz Air-ის ოჯახზე ორიენტირებული სერვისები დაგეხმარებათ, რომ ბავშვებთან ერთად მოგზაურობა, რაც შეიძლება კომფორტული, მარტივი და სასიამოვნო გახდეს.