თურქეთის ეროვნული ავიაკომპანია Turkish Airlines ქართველ მოგზაურებს განსაკუთრებულ შესაძლებლობას სთავაზობს. თუ გაზაფხულზე დასვენებას გეგმავთ, ახლა საუკეთესო დროა ბილეთების დასაჯავშნად.

აქციის ფარგლებში ბილეთების შეძენის ბოლო ვადა 7 თებერვალია. შეთავაზება ევროპაში, აზიაში, ამერიკასა და აფრიკაში 135-მდე ქალაქს აერთიანებს.

აქციის ფარგლებში შეძენილი ბილეთებით მოგზაურობა 10 ივნისამდე უნდა დაიგეგმოს (ზოგიერთ მიმართულებაზე შესაძლოა იყოს გამონაკლისი თარიღები).

თბილისიდან და ბათუმიდან სტამბოლის გავლით შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ქალაქებს საუკეთესო ფასად:

ფასი მოიცავს კვებას ბორტზე, გასართობ სისტემას და, როგორც წესი, ბარგსაც (შეამოწმეთ კონკრეტული ტარიფი).სტამბოლის ახალი აეროპორტი საუკეთესო ჰაბია ტრანზიტული ფრენებისთვის. თუ სტამბოლში ხანგრძლივი გადაჯდომა გაქვთ (20 საათზე მეტი), შეგიძლიათ ისარგებლოთ უფასო სასტუმროს მომსახურებით.

გაითვალისწინეთ, აქციის ფარგლებში ადგილების რაოდენობა ყოველ მიმართულებაზე ლიმიტირებულია. რაც უფრო მალე დაჯავშნით, მით მეტია შანსი, ყველაზე დაბალი ტარიფი შეგხვდეთ.