ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო ძალიან მალე ფრენების სიხშირის ზრდას შეძლებს.
“იმედი გვაქვს, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან მალე შევძლებთ გავზარდოთ ფრენების სიხშირე, რომელიც არ იქნება დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის”, განმარტავს მარიამ ქვრივიშვილი.
როგორც მან განაცხადა, ეტაპობრივი გახსნის პრინციპიდან გამომდინარე, ყოველდღიურად სხვადასხვა ავიაკომპანია ემატება საეჰაერო სივრცეს. მისივე თქმით, ჩარტერული რეისების საშუალებით უცხოელებს, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ შეუფერხებლად შემოვიდნენ ქვეყანაში.
„ევროკავშირთან მიმართებით ჩვენ გვაქვს რეგულარული ავიამიმოსვლა, Air France ოპერირებს, ასევე Lufthansa გერმანიიდან, რიგიდან გვაქვს ასევე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ავიაგადამზიდავი ჩარტერული რეისებით ახორციელებდა მიმდინარე თვის განმავლობაში ერაერთ ევროპულ ქვეყანასთან მიმოსვლას, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სხვადასხვა ქვეყნების მოგზაურები, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები შეუფერხებლად ჩამოვიდნენ ჩვენს ქვეყანაში,”- განაცხადა ქვრივიშვილმა