ილონ მასკმა ახალი, მაღალი დონის Gulfstream G700 შეუკვეთა, – ნათქვამია Austonia-ს ახალ მოხსენებაში. JohnChow-ის ინფორმაციით კი მისი მიწოდება 2023 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი.
ილონ მასკი ამჟამად ფლობს ორ კერძო თვითმფრინავს: Gulfstream G550 და Gulfstream G650 ER. ჯერჯერობით უცნობია, ჩაანაცვლებს თუ არა ახალი G700 Gulfstream-ით ორი თვითმფრინავიდან რომელიმეს, ან მას საკუთარ ავიაფლოტს დაამატებს თუ არა.
Gulfstream G700-ის დებიუტი გასულ წელს კატარში შედგა, სადაც იგი წარმოადგინეს, როგორც კომპანიის ფლაგმანი ბიზნეს თვითმფრინავი. თვითმფრინავი არის Gulfstream G650-ის განახლებული ვერსია, რომელიც გვთავაზობს უფრო დიდ სალონს, დამატებით 10 ფუტს და ერთი ინჩი საცხოვრებელი ფართით.
სალონის დამატებითი 3 მეტრი სივრცე მართლაც ერთადერთი განსხვავებაა G650 ER-სა და G700-ს შორის.
ორივე თვითმფრინავს აქვს ერთი და იგივე დიაპაზონი 13000 კმ და იგივე მაქსიმალური სიჩქარე 0,925 მახი. ის ამჟამად არის ყველაზე სწრაფი კერძო თვითმფრინავი, რომლის ყიდვაც შეგიძლიათ, ყოველ შემთხვევაში, სანამ Bombardier Global 8000 (რომელიც შეიძლება მიაღწიოს 0,94 მახს) გამოვა.
G700-ის საბაზისო ფასი 78 მილიონი დოლარია.
“თვითმფრინავი რომ არ მქონდეს, ამდენ მუშაობას ვერ შევძლებდი”, – თქვა ერთხელ ილონ მასკმა.