2024 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 204.4 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 597.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 45.0 პროცენტით, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 69.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.
2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 462.5 ათას მგზავრს მოემსახურა, რაც 20.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1 215.1 ათასი მგზავრი (21.2 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 247.4 ათასი მგზავრი (20.1 პროცენტით მეტი).
2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა.
2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.4 ათასი შეადგინა, რაც 15.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.