2018 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 10.2 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 1.8 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 12.8 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 69.4 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 25 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 5.6 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.