2018 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 276.6 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 20.6 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 31.6 პროცენტიან ზრდას 2017 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19 პროცენტი) აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების
მიერ განხორციელდა, რაც 2.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ვიზიტორების უმრავლესობა, 45.8 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 38.5 პროცენტს შეადგენდა.