2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 9.0 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 92.2 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 7.8 პროცენტი — გაგზავნილი.
2025 წლის II კვარტალში საქართველოს აეროპორტებში 0.9 ათასი სატვირთო რეისი განხორციელდა, რაც 86.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2025 წლის II კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 172.6 ათასი მგზავრი და გადატანილია 38.2 ათასი ტონა ტვირთი. აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 1.5 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს, ხოლო გადატანილი ტვირთის მოცულობა 18.6 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.












