იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება, – ამის შესახებ თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტის გაფართოებაზე მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს.
„კი, იგეგმება. ბათუმთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საქართველოს მთავრობასთან და ვფიქრობთ, რომ უკვე ორ-სამ თვეში დავასრულებთ ამ პროცესს. იგეგმება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება. მოგეხსენებათ, რომ წელს ბათუმში 1 200 000 მგზავრით დავხურეთ წელი. აეროპორტის, ასე ვთქვათ, გამტარუნარიანობა ბათუმში დაახლოებით 1 400 000-მდეა, ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება გაფართოება. ამაზეც მიმდინარეობს მუშაობა და ვფიქრობთ, რომ მარტისთვის ბათუმთან დაკავშირებით ახალი ამბები გვექნება“, – აღნიშნა თეა ზაქარაძემ.












