იძულებითი პაუზის შემდეგ Georgian Airways-ი ისრაელის ბაზარზე ბრუნდება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, Georgian Airways-ი 2 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით რეისებს განრიგის მიხედვით შეასრულებს.
“2 ივლისიდან თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.
ხვალ, 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 6:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 8:45 საათზე გამოფრინდება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Airways-ის გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებ-საიტზე www.georgian-airways.com, ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით”, – აღნიშნულია Georgian Airways-ის განცხადებაში.
აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ავიაკომპანია იძულებულო გახდა თელ ავივის მიმართულებით ფრენები დროებით შეეწყვიტა, რამაც კომპანიას სოლიდური ფინანსური ზარალი მიაყენა.
Georgian Airways-მა მგზავრებს გაუქმებულ რეისებზე ავიაბილეთებში გადახდილი თანხა აუნაზღაურა.












