სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) გამოაცხადა ორი ახალი პროექტის დაწყების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს ავიაკომპანიებისა და სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების საბრძოლო მოქმედებების ზონებში ფრენების შესახებ დროულად ინფორმირებას.

ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ორდღიანი შეხვედრის შედეგად, სადაც განიხილეს ფრენების უსაფრთხოება Malaysian Airlines-ის MH17 რეისის მაგალითზე, რომელიც 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოვარდა.

ICAO იმედოვნებს, რომ ახალი სისტემა ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, შესაძლო რისკების შესახებ დროული ინფორმაცია მიიღონ.