საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) ახალი გენერალური მდივანი ჰყავს.
კოლუმბიური წარმოშობის ხუან კარლოს სალაზარი ჩინელ ფანგ ლიუს ჩაანაცვლებს. ლიუსი ამ პოსტს 2015 წლიდან იკავებს, ის ICAO-ს გენერალური მდივნის პოზიციაზე ორი ვადით იყო არჩეული.
სალაზარი მოვალეობის შესრულებას 2021 წლის 1 აგვისტოდან შეუდგება და ICAO-ს 3 წლის ვადით უხელმძღვანელებს.
ხუან კარლოს სალაზარს ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების ადმინისტრაციულ თანამდებობებზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ის არის ასევე საავიაციო სამართლისა და სტანდარტების ექსპერტი, აქვს 26-წლიანი გამოცდილება საავიაციო მენეჯმენტისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის სფეროში მოლაპარაკებების წარმოების.
2018 წლის იანვრიდან სალაზარს კოლუმბიის სამოქალაქო ავიაციის (Aerocivil) გენერალური დირექტორის პოზიცია ეკავა. ორგანიზაციას 3100 თანამშრომელი ჰყავს და 12 პროფკავშირია გაერთიანებული.