სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) სამოქალაქო საჰაერო ტრანსპორტის აღდგენის საკითხებზე, სპეციალური ჯგუფი შექმნა.
იმ სერიოზული ზემოქმედების გამო, რომელიც საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის სექტორმა COVID-19-ის გამო იგრძნო, ICAO-ს გამგეობის საბჭომ სპეციალური აღდგენითი ჯგუფი შექმნა, აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. აღნიშნული ჯგუფი ფრენების აღდგენის პირობებთან და ვადებთან დაკავშირებით პირველ შედეგებს მაისის ბოლოსთვის დადებს.
ჯგუფის ამოცანას წარმოადგენს, შეიმუშაოს ის აუცილებელი და საჭირო ნაბიჯები, რომელსაც შემდგომ ICAO რეკომენდაციების სახით სახელმწიფოებსა და ავიაკომპანიებს წარუდგენს, რითაც მოხდება კრიზისის ეტაპობრივი გადალახვა.