ibis, როგორც მაღალხარისხიანი და ხელმისაწვდომი სასტუმროების  ლიდერი, ბრენდში შემავალი მეშვიდე სასტუმროს ibis Tbilisi City-ის გახსნას აანონსებს.

ibis Tbilisi City მდებარეობს ქალაქის ღირსშესანიშნაობებით გამორჩეულ უბანში — ორთაჭალაში. მის მიმდებარედ განთავსებულია არაერთი სამთავრობო უწყება. მოსახერხებელი ადგილმდებარეობა სტუმრებს უმარტივებს, როგორც სატრანსპორტო ასევე საფხემავლო წვდომას ისტორიულ, ძველ ქალაქსა და ძირითად სავაჭრო ცენტრებთან, რაც მას იდეალურ ადგილად აქცევს როგორც საქმიანი, ისე დასასვენებელი მოგზაურობისთვის.

ibis-ის სასტუმროები მსოფლიო მასშტაბით ცნობილია თანამედროვე დიზაინით, ღია და სტუმართმოყვარე გარემოთი. წელს ibis-ი 50 წლის იუბილეს აღნიშნავს —პირველი სასტუმრო ბრენდი ევროპაში, რომელმაც მაღალი ხარისხი და კომფორტი ხელმისაწვდომი გახადა. 1974 წლიდან ibis‑მა რევოლუცია მოახდინა სტუმარმასპინძლობის სფეროში და შექმნა ყველასთვის ხელმისაწვდომი სამოგზაურო გამოცდილების სტანდარტი. დღესდღეობით, ის ეკონომ კლასის სასტუმროების სექტორში მსოფლიო ლიდერია და წარმოდგენილია 2,600-ზე მეტი სასტუმროთი, თითქმის 300,000 ნომრით და სამი განსხვავებული ბრენდით – ibis, ibis Styles და ibis budget.

ibis Tbilisi City საქართველოს მასშტაბით სიახლეა Accor-ის მზარდ პორტფელში, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე 12 სასტუმროს მოიცავს. სასტუმროს პროექტზე იმუშავა და მართავს არქი ჰოსფითალითი -არქის ჰოლდინგში შემავალი კომპანია. არქი ლიდერი დეველოპერული კომპანიაა, გამოირჩევა საცხოვრებელი კომპლექსების მრავალფეროვანი არჩევანით, მათ შორის 50 დასრულებული და 26 მიმდინარე პროექტით თბილისში, საქართველოს ზღვის და მთის კურორტებზე. არქი ასევე აერთიანებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებსა და აპარტოტელებს. ibis Tbilisi City არის Accor-ის და არქის-ს პირველი ერთობლივი პროექტი.

ალექსის დელაროფი, Accor-ის აღმოსავლეთ ევროპის მთავარი საოპერაციო დირექტორი აღნიშნავს:  “სიამაყით მივესალმებით ჩვენს გლობალურ პორტფოლიოში შემავალი, ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ეკონომ კლასის ბრენდის გახსნას თბილისის გულში.  ახალი სასტუმრო გამოირჩევა თანამედროვე დიზაინით, კომფორტით და ხელმისაწვდომი ფასებით, რაც მას სტუმრებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის “.

 ლაშა სილაგაძე, არქი ჰოსფითალითის აღმსრულებელი დირექტორიibis Tbilisi City პროექტი ჩვენ პორტფოლიოში შესანიშნავი სიახლეა, სასტუმრო იდეალურად ერწყმის ქალაქის იერსახეს.  მოხარული ვართ, რომ ამ საინტერესო პროექტზე Accor-თან ერთად ვმუშაობთ.  სტუმართმოყვარეობის განსაკუთრებული ხედვით, ჩვენს სტუმრებს დაუვიწყარი გამოცდილების და შთაბეჭდილებების შექმნას პირდებით“.

ibis Tbilisi City გთავაზობთ 156 თანამედროვე სტილის ნომერს. მათ შორისაა: Premium, Superior, Double, Twin, and Accessible (პრემიუმ, სუპერიორი, ორადგილიანი, წყვილი და ადაპტირებული) ნომრები. ოთახებისა და საერთო სივრცეების დიზაინს საფუძვლად უდევს ბრენდის კონცეფცია — Agora. რომლის მთავარი არსი ერთმანეთთან გემოვნებით დაკავშირებული ინტერიერის დეტალები და ფერებია. თითოეული ოთახი აღჭურვილია: Sweet Bed™ by ibis-ის საწოლებით, სამუშაო სივრცეებით, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტითა და LCD ტელევიზორებით, რომელიც სატელევიზიო არხების ფართო არჩევანს გთავაზობთ.

სასტუმროში წარმოდგენილია ბარი და რესტორანი MARILI სადაც სტუმრებს დახვდებათ ქართული სტუმართმოყვარეობის ჰარმონიული სინთეზი მუსიკასთან.

ჩვენი მენიუ  ტრადიციებისა და ინოვაციების სასიამოვნო ნაზავია — კლასიკური კერძები თანამედროვე  დეტალებით,  იდეალურად შეხამებული საერთაშორისო სამზარეულოსთან.  ადგილობრივი და საერთაშორისო ლუდისა და ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი კი თქვენს მაგიდას სრულყოფილს გახდის.

სასტუმრო მოიცავს 50 მ2 სპორტდარბაზს, რომელიც აღჭურვილია Technogym-ის პროფესიონალური კარდიო და ძალისმიერი სავარჯიშო დანადგარებით. შეხვედრებისა და სპეციალური ღონისძიებებისთვის კი გთავაზობთ ოთხ თანამედროვე ოთახს, რომლიც 100-მდე სტუმარს უმასპინძლებს. ibis Tbilisi City მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 20 წუთის მანძილზე, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ აეროპორტის ტრანსფერითა და მუნიციპალური პარკინგით.

Ibis-ის სტუმრები ისარგებლებენ Accor-ის საერთაშორისო ლოიალურობის პროგრამით – ALL – Accor Live Limitless-ის ყველა ბენეფიტით და მრავალფეროვანი შეთავაზებებით.

IBISის შესახებ

1974 წლიდან ibis ყველასთვის ღია და სტუმართმოყვარე, ინოვატორი ბრენდია.

ibis-ის სასტუმროები მოგზაურების და ადგილობრივი სტუმრების საყვარელი ადგილია, მისი თანამედროვე სტილის, აქტიური სოციალური სივრცეების, მყუდრო ოთახების, ბარების, მრავალფეროვანი გემრიელი საკვების და მარტივი რეგისტრაციის (ჩექ-ინის) გამოცდილების გამო. ბრენდი გამოირჩევა ცოცხალი მუსიკის სიყვარულით — სტუმრებს სთავაზობს ყველა გემოვნებაზე მორგებულ მუსიკას, ასევე საშუალებას აძლევს მათ, რომ დაესწრონ ახალი მუსიკოსების ექსკლუზიურ კონცერტებს.  არ აქვს მნიშვნელობა, სად მოგზაურობთ, ibis ყოველთვის იდეალური ადგილია. 70 ქვეყანის მასშტაბით 1 270-ზე მეტი სასტუმროთი ibis მთელ მსოფლიოში აღიარებულია, როგორც წამყვანი ბრენდი ეკონომ ტიპის სტუმარმასპინძლობის სექტორში. ibis არის Accor-ის ჯგუფის, მსოფლიში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ბრენდის ნაწილი, რომელიც აერთიანებს 5 700-ზე მეტ პროექტს 110-ზე მეტ ქვეყანაში. იბისი მონაწილეობს   ALL – Accor Live Limitless-ის ლოიალობის პროგრამაში, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან ჯილდოებს, მომსახურებას და საუკეთესო გამოცდილების შექმნას, მსოფლიოს ნებისიმიერ წერტილში.

ibis.com | all.com | group.accor.com

არქის შესახებ

არქი არის  წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. მისი პორტფოლიო მოიცავს  50 დასრულებულ და 26 მიმდინარე პროექტს თბილისში,  საქართველოს საზღვაო და მთის კურორტებზე. ამჟამად აერთიანებს 38 000-ზე მეტ მაცხოვრებელს.  17 წელზე მეტი გამოცდილებით, არქის მრავალფეროვან პროექტებს შორის არის, როგორც საცხოვრებელი კომპლექსები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდების სასტუმროები და აპარტოტელები. მომხმარებელთა კვლევის მიხედვით, არქი პირველი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომლის  სახელიც ასოცირდება ხარისხისა და საიმედოობის გარანტიასთან, წლების განმავლობაში. არქის თითოეული კონსტრუქცია აგებულია ენერგოეფექტური მასალებით,  იცავს უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, პრიორიტეტს ანიჭებს ხარისხს, უსაფრთხოებას, სრულყოფილებას და ითვალისწინებს ყველა მშენებლობის სტანდარტს, რომელიც აუცილებელია თანამედროვე ცხოვრებისათვის.  სოციალური პასუხისმგებლობა არქი-ს ყოველდღიური საქმიანობის ძირითადი ნაწილია, კომპანიის მოგების 5% სწორედ ამ ინიციატივებს ეთმობა. არქი მომდევნო წლების განმავლობაში  თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა კურორტებზე რამდენიმე სასტუმროსა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.archi.ge