ავიაკომპანია Iberia-მ ნავთობკომპანია Repsol-თან თანამშრომლობით, პირველი რეისი განახორციელა, რომლის დროსაც ესპანეთში ნარჩენებისგან წარმოებულ ბიოსაწვავი გამოიყენა. 

ბიოსაწვავით Iberia-ს ლაინერმა მადრიდი-ბილბაოს (ბასკების ქვეყნის ავტონომიური თემი) რეისი შეასრულა. აღნიშნული რეისი ავიაკომპანიამ Airbus A320neo-ით განახორციელა. 

როგორც  Iberia-ში განმარტავენ, აღნიშნული ფრენა, დაბალი ემისიებით, ერთი ნაბიჯია საავიაციო სექტორის დეკარბონიზაციისკენ, რამაც CO2 ემისიების 1.4 ტონით შემცირება განაპირობა.