Iberia Express-ის ავიარეისი მანჩესტერიდან მადრიდის მიმართულებით ბარგის გარეშე გაფრინდა. ამის მიზეზი თანამშრომლების შემცირება გახდა, რომლებსაც ბორტზე ბარგის დატვირთვა ევალებათ.
ავიარეისის მგზავრები ინფორმირებულნი არ იყვნენ, რომ ბარგი ბორტზე არ იყო და მადრიდში ჩაფრენის შემდეგ, საბარგო კარუსელთან საკუთარ ჩემოდნებს ნახევარ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ.
მგზავრებმა უკმაყოფილება გამოთქვეს ავიაკომპანიის მისამართით და აღნიშნეს, რომ ისევ არ იციან კონკრეტული თარიღი, როდის მიიღებენ საკუთარ ბარგს.