საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IАТА), ფრენების აღდგენის შემდეგ, თვითმფრინავის ბორტზე ნიღბის ტარების ვალდებულებას, როგორც დროებით ღონისძიებას მხარს უჭერს.
იმავდროულად IАТА სოციალური დისტანციის მოტივით, შუა სავარძლის დაბლოკვის სქემას ეწინააღმდეგება.
”არსებული მტკიცებულებები მოწმობენ იმას, რომ თვითმფრინავში COVID-19-ის გადაცემის რისკი დაბალია. ფრენისას მგზავრებისა და ეკიპაჟის მიერ ნიღბების ტარება ინფექციის გავრცელების ისედაც დავალ რისკს კიდევ უფრო შეამცირებს. ეს არ გამოიწვევს ავიაბილეთების მკვეთრ გაძვირებას – სოციალური დისტანცირების ზომების შემთხვევაში კი ეს მოხდება”, აღნიშნულია IАТА-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
არაოფიციალურმა გამოკითხვამ, რომელიც ასოციაციამ 18 მნიშვნელოვან ავიაკომპანიას შორის იანვარ-მარტში აწარმოა, ფრენის პერიოდში COVID-19 გადაცემის მხოლოდ სამი სავარაუდო ეპიზოდი გამოვლინდა – მგზავრიდან ეკიპაჟის წევრზე. კიდევ იყო ოთხი ეპიზოდი ვირუსის პილოტიდან პილოტზე სავარაუდო გადაცემაზე, რომლის შემთხვევაშიც შესაძლოა დაინფიცირება მოხდა ფრენის დროს, ან მის შემდეგ. თუმცა მგზავრიდან მგზავრზე ვირუსის გადაცემის არც ერთი სავარაუდო შემთხვევა ამ დროისათვის დაფიქსირებული არ არის.
”თვითმფრინავში სოციალური დისტანციის დაცვა მნიშვნელოვნად შეცვლიდა საავიაციო ეკონომიკას, დატვირთვის მაქსიმალურ კოეფიციენტს 62%-მდე შეამცირებდა”, – განმარტავენ IATA-ში.