საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მთავარი ეკონომისტი ბრაიან პირსი განმარტავს, რომ COVID-19-ის გავრცელების სტატისტიკა უახლოეს მომავალში სიტუაციის ნორმალიზების საფუძველს არ იძლევა. 

მისი თქმით, მომდევნო თვეების პერსპექტივების შეფასებისას მეტი სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც COVID-19 ისევ აქტიურად ვრცელდება. ამან შესაძლოა საკარანტინო ზომებისა და საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვების გახანგრძლივება გამოიწვიოს, ვიდრე ეს პროგნოზირებული იყო.

ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნოს დროებითი შეზღუდვები აშშ-თან საჰაერო მიმოსვლაზე, IATA-ს შეშფოთებას იწვევს, რადგანაც აშშ-ს საერთაშორისო ტრაფიკში გლობალური საჰაერო მიმოსვლის კუთხით 37%-ი უჭირავს. 

ბრაიან პირსი მიიჩნევს, რომ არსებობს რისკი, ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე არსებობს დიდი რისკი იმაზე, რომ საჰაერო მიმოსვლა და ფრენებზე მოთხოვნა ისევ შემცირდეს. აქამდე  IATA ვარაუდობდა, რომ 2020 წლის ბოლომდე სამგზავრო ტრაფიკი 36%-ით აღდგებოდა. თუმცა თუ სიტუაცია არ შეიცვლება და საჰაერო მიმოსვლა არ აღდგება, მაშინ წლის ბოლოსთვის კლება 53%-ი იქნება.