საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) სამედიცინო სამგზავრო ბარათის (IATA Travel Pass) შემუშავებაზე მუშაობს, მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციის განხაცდებით, საზღვრების უსაფრთხო გახსნის ხელშეწყობაა. 

”სახელმწიფოები ტესტირებას იყენებენ, როგორც COVID-19-ის გავრცელების რისკის შემცირების საშუალებად და საზღვრების გახსნის შემთხვევაში მოგზაურების საკარანტინო ზომების გამოყენების გარეშე დაშვებისთვის.

IATA Travel Pass-ი გადაამოწმებს ტესტირებისა და ვაქცინაციის შესახებ საჭირო ინფორმაციას (ქვეყნების, ავიაკომპანიების, ლაბორატორიებისა და მოგზაურების შესახებ), ის ასევე თავის თავზე იღებს ამ პროცესის მართვას”,-  აღნიშნულია IATA-ს განცხადებაში.

გადაწყვეტილებზე IATA კომპანია International airlines group-თან (რომელიც თავის მხრივ აერთიანებს British Airlines-სა და Iberia-ს) ერთად, მუშაობს. სამგზავრო ბარათის ტესტირება წლის ბოლომდე დაიწყება, მისი სრულფასოვანი გაშვება კი 2021 წლის პირველი კვარტლიდან იგეგმება. 

“დღეისათვის საზღვრები ჩაკეტილია ორი საკეტით. ტესტირება – ეს პირველი გასაღებია იმისათვის, რომ საერთაშორისო მოგზაურობა კარანტინის გარეშე განხორციელდეს, მეორე გასაღები – ეს არის გლობალური საინფორმაციო ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ტესტირების მონაცემების უსაფრთხოდ მართვისთვის, რომელიც თანხვედრაშია მოგზაურების პირად მონაცემებსა და სასაზღვრო კონტროლის მოთხოვნებთან. სწორედ ეს არის IATA Travel Pass-ის მიზანი”, – განმარტავენ IATA-ში.

შეგახსენებთ, რომ 10 ნოემბერს IATA-მ მოუწოდა სახელმწიფოებს დაუყოვნებლივ გახსნან საზღვრები.