საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მხარს უჭერს ინიციატივას, რომ COVID-19-ზე ტესტირება ყველა საერთაშორისო ფრენის წინაშე განხორციელდეს, რათა საკარანტინო შეზღუდვები თავიდან იქნეს აცილებული. აღნიშნულის შესახებ განცხადება IATA-ს გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრ დე ჟიუნიაკმა გააკეთა.
IATA-ს ხელმძღვანელის განმარტებით, სწრაფი და ხელმისაწვდომი ტესტები, რომელთა ჩატარება არასამედიცინო პერსონალის მიერაც იქნება შესაძლებელი, ხელმისაწვდომი გახდება “უახლოეს კვირებში”. მისივე თქმით, ტესტირება უნდა ჩატარდეს გლობალურად შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად.
“ჩვენ ვერ ვხედავთ ალტერნატიულ გადაწყვეტას, რომელიც ნაკლებად რთული ან უფრო ეფექტური იქნება”, – აღნიშნა IATA-ს ხელმძღვანელმა.