საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) 2023 წელს გლობალური ავიაკომპანიების წმინდა მოგების პროგნოზი 23,3 მილიარდ დოლარამდე გაზარდა.
გასული წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 4,7 მილიარდ დოლარად შეფასდა, მიმდინარე წლის ივნისში პროგნოზი 9,8 მილიარდ დოლარამდე გაუმჯობესდა. ბოლოს ინდუსტრიამ დადებითი ფინანსური შედეგი 2019 წელს აჩვენა: წმინდა მოგებამ მაშინ $26,4 მილიარდი შეადგინა.
2022 წლის წმინდა ზარალი IATA-ს მიერ შეფასებული იყო 6,9 მილიარდ დოლარად, 2021 წელს 42 მილიარდი დოლარად, ხოლო 2020 წელს – 137,7 მილიარდ დოლარად.
2023 წელს გლობალური ავიაკომპანიის შემოსავალი, სავარაუდოდ, 896 მილიარდი აშშ დოლარი იქნება, რაც ივნისის პროგნოზით 803 მილიარდ დოლარად იყო განსაზღვრული, ხოლო ხარჯები სავარაუდოდ 855 მილიარდი აშშ დოლარი იქნება. წმინდა მოგების მარჟა მხოლოდ 2.6%-ს მიაღწევს. ეს ნიშნავს, რომ გადამზიდველები მიიღებენ საშუალოდ 5,44 დოლარს თითო მგზავრზე. 2019 წელს შემოსავალმა $838 მილიარდი შეადგინა, ხოლო მოგების ზღვარმა 3.1%.
2024 წელს IATA ელოდება, რომ ინდუსტრიის მთლიანი წმინდა შემოსავალი 25,7 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს , შემოსავალი 964 მილიარდ დოლარს, ხარჯები 914 მილიარდი დოლარი იქნება, ხოლო მომგებიანობა 2,7%.
ექსპერტების წინანდელი შეფასებით 2023 წელს მგზავრთნაკადი 4,35 მილიარდ მგზავრამდე იქნება, 2024 წელს კი მან შეიძლება 4,7 მილიარდ მგზავრს მიაღწიოს, რაც 2019 წლის შედეგს (4,54 მილიარდი ადამიანი) გადააჭარბებს და ისტორიული მწვერვალი გახდება.
მიუხედავად იმისა, რომ აღდგენა შთამბეჭდავია, წმინდა მოგების ზღვარი 2.7%-ზე გაცილებით დაბალია “ვიდრე თითქმის ნებისმიერი სხვა ინდუსტრიის ინვესტორები დაუშვებდნენ”, აღნიშნა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა.
„საშუალოდ, ავიაკომპანიები იხდიან მხოლოდ 5,45 დოლარს თითოეული გადაყვანილი მგზავრისთვის. ეს საკმარისია ლონდონის Starbucks-ისგან ჩვეულებრივი გრანდ ლატეს შესაძენად. მაგრამ ეს ძალიან ცოტაა იმისთვის, რომ ავაშენოთ სტაბილური მომავალი კრიტიკული გლობალური ინდუსტრიისთვის, რომელზეც მშპ-ს 3,5% არის დამოკიდებული და რომელზეც 3,05 მილიონი ადამიანი პირდაპირ ეყრდნობა თავის საარსებო წყაროს,” – თქვა ასოციაციის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, რომ IATA აერთიანებს 320-მდე ავიაკომპანიას, რომლებიც ახორციელებენ გლობალური საჰაერო მიმოსვლის 83%-ს.