საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) გამოაქვეყნა 2025 წლის გლობალური სამგზავრო კვლევის (GPS) შედეგები, რომელმაც ავიამგზავრობის გამოცდილების შეცვლის ორ მთავარ ტენდენციას გაუსვა ხაზი: მობილური მოწყობილობების მზარდი როლი და ბიომეტრიის დაჩქარებული დანერგვა.
კვლევის მიხედვით, სმარტფონები მოგზაურობის ყველა ეტაპზე ცენტრალურ ინსტრუმენტად იქცა:
რესპონდენტთა 54% უპირატესობას ანიჭებს ავიაკომპანიებთან პირდაპირ ურთიერთობას, ყველაზე ხშირად — მობილური აპლიკაციების მეშვეობით. ავიაკომპანიების ვებგვერდების პოპულარობა შემცირდა (37%-დან 31%-მდე).
მიუხედავად იმისა, რომ საკრედიტო და სადებეტო ბარათები დომინანტია (72%), ციფრული საფულეების გამოყენება 20%-დან 28%-მდე გაიზარდა, ხოლო მყისიერი გადახდების (მაგალითად, IATA Pay) წილი 6%-დან 8%-მდე ავიდა.
მოგზაურთა 78%-ს სურს, რომ ერთ სმარტფონში გააერთიანოს ციფრული საფულე, ელექტრონული პასპორტი და ლოიალურობის ბარათები, რათა მართოს დაჯავშნა და აეროპორტის პროცესები.
აეროპორტებში ბიომეტრიული ტექნოლოგიების გამოყენება სწრაფად იზრდება:
გამოკითხულთა 50%-მა უკვე გამოიყენა ბიომეტრია ერთხელ მაინც (46%-თან შედარებით 2024 წელს).
უსაფრთხოების კონტროლი (44%), გასვლის იმიგრაცია (41%) და შემოსვლის იმიგრაცია (35%).
ბიომეტრიით კმაყოფილების დონემ მომხმარებლებში 85%-სმიაღწია.
მოგზაურთა 74% მზად არის გააზიაროს ბიომეტრიული მონაცემები, თუ ეს მათ საშუალებას მისცემს, საკონტროლო პუნქტებზე გვერდი აუარონ პასპორტსა და ჩასხდომის ბარათს.
კვლევამ რეგიონების მიხედვით განსხვავებული პრეფერენციები გამოავლინა:
- აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი: ყველაზე ტექნოლოგიურად მოწინავე რეგიონია მობილური აპლიკაციებისა და ბიომეტრიის ფართო გამოყენებით.
- ევროპა: მოგზაურები უპირატესობას ანიჭებენ ტრადიციულ დაჯავშნის არხებს და საბანკო ბარათებით გადახდას; მონაცემთა კონფიდენციალურობის მიმართ მეტ სიფრთხილეს იჩენენ.
- ჩრდილოეთ ამერიკა: მთავარი პრიორიტეტი მოხერხებულობაა (მოკლე ფრენის დრო), თუმცა კონფიდენციალურობის შეშფოთება ყველაზე მაღალია.
- ახლო აღმოსავლეთი: მაღალი ციფრული ჩართულობა, ციფრული საფულეების ფართო გამოყენება და მომსახურებით კმაყოფილების მაღალი დონე.
კვლევაში, რომელიც 200-ზე მეტი ქვეყნის 10,000-ზე მეტმა მოგზაურმა მიიღო მონაწილეობა, ასევე გამოიკვეთა, რომ მამაკაცები უფრო სწრაფად ითვისებენ მობილურ აპლიკაციებსა და ბიომეტრიას, ხოლო ახალგაზრდები ყველაზე აქტიურები არიან ციფრულ სივრცეში, მაგრამ ყველაზე მომთხოვნები არიან პირადი მონაცემების დაცვის კუთხით.












