საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო სააგენტომ (IATA) ნიუ-იორკის ნიუარკის აეროპორტი განაცალკევა ნიუ-იორკის მეტროს არეალიდან, რომელიც NYC-კოდით აღინიშნება. ავიაკომპანიებს ეს აძლევს საშუალებას, ნიუარკის აეროპორტში განსხვავებული ტარიფებით იფრინონ. ცვლილება ძალაში 3 ოქტომბრიდან შედის. ამ დროიდან, კოდი NYC დაფარავს მხოლოდ ნიუ-იორკის ჯონ კენედისა და ლა გუარდიას სახელობის აეროპორტებს. ნიუარკის აეროპორტი, რომელიც ნიუ-ჯერსის შტატთან ახლოს მდებარეობს, ყველაზე ხელსაყრელი ლოკაციაა მანჰეტენის მომსახურებისთვის და ავიაკომპანია United Airlines-ის ძირითად ბაზას წარმოადგენს.
IATA აღნიშნავს, რომ ცვლილება მხოლოდ ტარიფებზე აისახება. მგზავრები და სამოგზაურო სააგენტოები ისევ შეძლებენ ფრენების დაჯავშნას სამივე აეროპორტში, როდესაც ეძებენ გადასაჯდომ რეისებს ნიუ-იორკიდან, თუმცა ავიაკომპანიებს ექნებათ საშუალება, იმუშაონ განსხვავებული ტარიფებით NYC-კოდის ქვეშ გაერთიანებულ ორ აეროპორტსა და ნიუარკის აეროპორტში.
United Airlines-ის საბაზრო წილი ნიუარკის აეროპორტიდან განხორციელებული ფრენების საერთო რაოდენობის 65,8%-ს შეადგენს. სხვა ავიაკომპანიები, რომლებიც ფრენების 5%-ზე მეტს ასრულებენ, არიან Spirit Airlines-ი (6,5%) და American Airlines-ი (5.9%).