საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდებს, რომ უარი თქვან მოგზაურთათვის საკარანტინო ზომებზე, რადგან კარანტინი მოგზაურობის სეგმენტის აღდგენას აფერხებს. სანაცვლოდ კი IATA მათ განსხვავებულ მიდგომას სთავაზობს – უნდა ჩამოაყალიბოს სისტემა, რომლიც რამდენიმე დონიან დაცვას უზრუნველყოფს.
მაგალითად, შეიძლება ბილეთების დაჯავშნის სისტემა უფრო მოქნილი გახდეს. თუ კი გამგზავრებამდე მგზავრი თავს შეუძლოდ იგრძნობს, მას შესაძლებლობა უნდა ქონდეს მგზავრობის დრო სხვა თარიღზე გადაიტანოს. კიდევ ერთი თავდაცვითი ღონისძიება არის მგზავრების სხეულის ტემპერატურის შემოწმება.
ხოლო იმ ქვეყნებიდან მგზავრებს, სადაც COVID-19-ის მდგომარეობა რთულია, ჩაუტარდეს ტესტირება. IATA-ს გენერალური დირექტორის ალექსანდრე დე ჟუნიაკის განმარტებით, ტესტირება უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტი და იმავდროულად ხელმისაწვდომი.
IATA ხელს უწყობს ისეთი ზომების გატარებას, როგორიცაა ბორტზე პირბადეების ტარება, სალონის დასუფთავება, სოციალური დისტანცია და სხვა.
”ახლა ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის უსაფრთხო გადატვირთვა, მათ შორის ტურიზმის ინდუსტრიის. საკარანტინო ზომები უსაფრთხოებას ხელს უწყობს, მაგრამ ვერ გადაჭრის უმუშევრობის პრობლემა. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ფრენისას რისკების შემცირება, ”- დაასკვნა დე ჯუნიაკმა.