საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) გამოაცხადა, რომ შესთავაზებს ციფრულ ვალუტას ფინანსური ანგარიშსწორების სისტემებში, რომელსაც ის ახორციელებს საავიაციო ინდუსტრიისთვის.

პირველი ციფრული ვალუტა, რომლის შეთავაზებაც მოხდება ეს არის Renminbi, რომელიც 2024 წლის ბოლომდე ხელმისაწვდომი იქნება ჩინეთის ანგარიშსწორების გეგმაში (BSP).

„ჩინეთი ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში ციფრული ვალუტის მიღების თვალსაზრისით.
ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და IATA წლის ბოლომდე გადახდის სისტემაში ციფრულ Renminbi-ს განათავსებს“, – თქვა IATA-ს ფინანსური და სადისტრიბუციო სერვისების უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.

IATA ასევე იკვლევს პოტენციალს, შესთავაზოს სხვა ციფრული ვალუტები თავის ანგარიშსწორების სისტემებში, ინდუსტრიის საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით.
“ციფრული Renminbi-ს დანერგვის შედეგად მიღებული გამოცდილება დაეხმარება IATA-ს მომავალში სხვა ციფრული ვალუტების ადაპტაციაში.”