საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) თვითმფრინავით სითხეების ტრანსპორტირების წესების შემსუბუქება დააანონსა.
დღეისათვის მგზავრებს უფლება აქვთ გამჭვირვალე კონტეინერით გადაიტანონ არაუმეტეს 100 მილილიტრი სითხე. ეს წესი ნაკარნახევია უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე. 2000-იან წლებში დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ტერორისტებს შეეძლოთ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება პირდაპირ თვითმფრინავის ბორტზე, საკმარისი რაოდენობით თხევადი ნივთიერებების შემცველობით.
ბარგისა და ხელბარგის სკრინინგის ყველაზე თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მგზავრები „100 მლ-ის წესისგან“ განთავისუფლდებიან.
2024 წლიდან მგზავრებს, უსაფრთხოების სამსახურის ნებართვით, საშუალებით ექნებათ ხელბარგით დიდი მოცულობის სითხეები, გელები და აეროზოლები ატარონ. გარდა ამისა, სამომავლოდ ლეპტოპებისა და სხვა აღჭურვილობის ხელბარგიდან შესამოწმებლად ამოღება არ იქნება საჭირო.