საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციამ (IATA) გამოაქვეყნა საგანგებო რეაგირების საუკეთესო პრაქტიკის განახლებული სახელმძღვანელო, რომელიც პირველად მოიცავს დეტალურ გზამკვლევს ოჯახის დახმარების საკითხებზე.
ოჯახები უპირველეს ყოვლისაოჯახის დახმარების უზრუნველყოფა დიდი ხანია, რაც IATA-ს ოპერაციული უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მოთხოვნაა. 2022 წლიდან კი, ეს მოთხოვნები შეტანილია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) დანართ 9-ის (ხელშეწყობა) სტანდარტებში, ხოლო ICAO-ს დოკუმენტი 9973 განსაზღვრავს მკაფიო პასუხისმგებლობებს ავიაკომპანიების, აეროპორტებისა და სახმელეთო მომსახურეებისათვის.
განახლებულ სახელმძღვანელოში ოჯახის დახმარების თავი ოპერატორებს აწვდის პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რათა მათ შეძლონ როგორც IOSA-ს, ისე ICAO-ს მოთხოვნების დაკმაყოფილება.
„ავიაკატასტროფები იშვიათია, მაგრამ როდესაც ხდება, ადამიანები ზარალდებიან — არა მხოლოდ ბორტზე მყოფნი, არამედ ისინიც, ვინც მიწაზე ელოდებიან. დაზარალებულებმა თავი მხარდაჭერილად, ინფორმირებულად და პატივცემულადუნდა იგრძნონ. ეს ახალი თავი დაეხმარება ავიაციის ინდუსტრიას, დროული და ეფექტური წესით დააკმაყოფილოს ეს მოლოდინები,“ – განაცხადა ნიკ ქერინმა, IATA-ს ოპერაციების, უსაფრთხოებისა და დაცვის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა.
ახალი ტრენინგები და ძირითადი მოთხოვნები
სახელმძღვანელოს გარდა, IATA ნერგავს ოჯახის დახმარების ახალ სასწავლო კურსებს. ასევე, ასოციაციამ სიმულაციური სავარჯიშოები ჩაურთო საგანგებო რეაგირების დაგეგმვის (ERP) კურსებში, რითაც წინა ხაზის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ საგანგებო სიტუაციების დროს ოჯახებისთვის დახმარებისა და ორიენტაციის გაწევაში.
ICAO-ს სახელმძღვანელო მასალის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც IATA-ს ERP სახელმძღვანელოშია ასახული, მოიცავს:
- ოჯახებისთვის დროული შეტყობინების მიწოდება, მგზავრების სახელების საჯაროდ გამოქვეყნებამდე.
- ავიაკომპანიის გუნდების მომზადება, რომ მათ შეძლონ დაზარალებული ოჯახებისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა და ინფორმაციის მიწოდება.
- ოჯახის დახმარების ცენტრის დაარსება აუცილებელი სერვისების უზრუნველსაყოფად.
- პირადი ნივთების დამუშავების პროცედურების შემუშავება.
- უბედური შემთხვევის შემდგომ დღეებში მუდმივი კონტაქტის, პრეტენზიების დამუშავების, მემორიალური დაგეგმვისა და თანამშრომლებისთვის დებრიფინგის უზრუნველყოფა.












